Saturday, February 4, 2012

პროექტის გეგმა


1.პროექტის სახელწოდება:
რა არის გლობალიზაცია-დადებითი და უარყოფითი მხარეები.

2.პროქტის მთავარი იდეა (თემა) 1–2 წინადადებებით:

მოსწავლეები ისწავლიან გლობალიზაციას, გამოალენენ მის დადებით და უარყოფით მხარეებს, მის ზეგავლენას თანამედროვე მსოფლიო კულტურათა განვითარებაში.

3.პროექტის აქტუალობა:

ეს სასწავლო პროექტი აქტუალურია იმით, რომ ხელს შუწყობს წინარე ცოდნის გამოყენებას (თუ რა არის გლობალიზაცია?გლობალიზაცია-საფრთხე თუ შესაძლებლობა?)

4.პროექტის მიზნები:


მოსწავლეთა კვლევითი, შემოქმედებითი, თანაშროლობითი და კომუნიკაციური უნარ-ჩვევიბის განვითარება; სინთეზური და ანალიტიკური აზორვნების უნარი.

5.მონაწილეთა ასაკი:

16-17 წლის

6.ვადები/ხანგრძლივობა:

1თვე

7.მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:


მოსწავლეები სიღრმისეულად შეისწავლიან საკითხს და გააცნობიერებენ გლობალიზაციის არსს , მის შედეგებს დანარჩენ მსოფლიოზე.
მოსწავლეთა მიერ მოპოვებული მასალები გამოქვეყნდება ბლოგზე.

8.პროქტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:


პრეოქტისათვის საჭირო ძირითადი რესურსებია: ენციკლოპედია, უცხოსიტყვათა განმარტებითი ლექსიკონი; (ინტერნეტი)ვიკიპედია, google.com და youtube.com საძიებო გვერდები. სახელმაძღვანელო: მსოფლიო კულტურა–საპილოტე მასალა მოსწავლეთათვის.

9.პროექის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):


თემის ირგვლივ შეკითხვების ჩამოყალიბება.

თემაზე იმუშავებს 4 მოსწავლე და მოხდება ლიდერის არჩევა(გათვლის პრინციპით).

პროექტის გეგმის შემუშავება ჯგუფში.

ჯგუფში მოვალეობების გადანაწილება: ლიდერს დაევალება პროექტის კოორდინაცია(საორგანიზაციო საკითხები–პროქტის დროში გაწერა, დავალებების სწორად გადანაწილება და დავალების შინაარსის განსაზღვრა, მის ჯგუფში მყოფი წევრების მოძიებული მასალების თემასთან შესაბამისობაში მოყვანა, მასალების ზეპირი პრეზენტაცია; დანარჩენ წევრებს გადაუნაწილდებათ ლიდერის მიერ დავალებული მასალების მოძიება(ფოტო, აუდიო,ვიდეო თუ ტექსტური მასალა) და მისი შესრულება PowerPoint-ში.

აქტივობების განხორციელება:წინასწარგანსაზგვრულ ვადებში მოსწავლეებს გარკვეული პერიოდულობით მოაქვთ იმ ეტაპისთვის გამზადებული მასალები.

15 მარტს მოხდება შესრულებული სამუშაოს პრეზენტაცია.

პროექტის შემაჯამებელი შეფასებისას გათვალისწინებული იქნება თუ რამდენად შეესაბამება ჯგუფის მიერ წარდგენილი პროექტი(ტექსტური ნაწილის - ფოტო, ვიდეო/აუდიო მასალის თემასთან შესაბამისობა;რამდენად სრულფასოვნად იყო ძირითადი და მნიშვნელოვანი ელემენტები ჩამოყალიბებული და რამდენად სრულყოფილად მოახდინა ჯგუფის ლიდერმა მისი ზეპირი პრეზიენტაცია) მასწავლებლის მიერ შექმნილ შეფასების რუბრიკას.

10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:


კავშირი ისტორიასთან–ისტორიული წყაროები.


5.მსოფ.კულტ. XI.9.  მოსწავლე იკვლევს
კულტურათა ცვალებადობის
მაგალითებს და მსჯელობს იმაზე, რომ
მის დინამიკას  შიდა და გარე
ფაქტორების ერთობლიობა განაპირობებს.





11.პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):


ქეთევან სიხარულიძე

12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:

ketisixarulidze3@gmail.com

13.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:

ketisikharulidze.blogspot.com

No comments:

Post a Comment