Saturday, February 4, 2012

შეფასების რუბრიკა



რიტერიუმებიმინიმალური
5,6 ქულა
საშუალო
7,8 ქულა
მაქსიმალური
9,10 ქულა
შესაბამისობამოსწავლთა (ჯგუფის)პრეზენტაცია, რომელიც ნაკლებად შეესაბამება თემას.მოსწავლეთა (ჯგუფის) პრეზენტაცია, რომელიც ნაწილობრივ შეესაბამება თემას.მოსწავლეთა (გჯუფის) პრეზენტაცია, რომელიც სრულად
შეესაბამება თემას.
მრავალფეროვნებამოსწავლეთა (ჯგუფის) პრეზენტაცია, ღარიბი თვალსაჩინოებითმოსწავლეთა (ჯგუფის)პრესენტაცია საჭირო რაოდენობის თვალსაჩინოებითმოსწავლეთა (ჯგუფის) პრეზენტაცია მდიდარი თვალსაჩინოებით
ზეპირი პრეზენტაციამოსწავლეთა (ჯგუფის) წარმოდგენილი აქვს პრეზენტაცია, მაგრამ ნაწილობრივ შეუძლია მისი დაცვა.მოსწავლეთა (ჯგუფის)წარმოადგენს პრეზენტაციას, შეუძლია მისი დაცვა.მოსწავლეთა (ჯგუფის) სრულფასოვნად  წარმოადგენს პრეზენტაციას, შეუძლია მისი დაცვა

გლობალიზაცია:მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები

პროექტის გეგმა


1.პროექტის სახელწოდება:
რა არის გლობალიზაცია-დადებითი და უარყოფითი მხარეები.

2.პროქტის მთავარი იდეა (თემა) 1–2 წინადადებებით:

მოსწავლეები ისწავლიან გლობალიზაციას, გამოალენენ მის დადებით და უარყოფით მხარეებს, მის ზეგავლენას თანამედროვე მსოფლიო კულტურათა განვითარებაში.

3.პროექტის აქტუალობა:

ეს სასწავლო პროექტი აქტუალურია იმით, რომ ხელს შუწყობს წინარე ცოდნის გამოყენებას (თუ რა არის გლობალიზაცია?გლობალიზაცია-საფრთხე თუ შესაძლებლობა?)

4.პროექტის მიზნები:


მოსწავლეთა კვლევითი, შემოქმედებითი, თანაშროლობითი და კომუნიკაციური უნარ-ჩვევიბის განვითარება; სინთეზური და ანალიტიკური აზორვნების უნარი.

5.მონაწილეთა ასაკი:

16-17 წლის

6.ვადები/ხანგრძლივობა:

1თვე

7.მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:


მოსწავლეები სიღრმისეულად შეისწავლიან საკითხს და გააცნობიერებენ გლობალიზაციის არსს , მის შედეგებს დანარჩენ მსოფლიოზე.
მოსწავლეთა მიერ მოპოვებული მასალები გამოქვეყნდება ბლოგზე.

8.პროქტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:


პრეოქტისათვის საჭირო ძირითადი რესურსებია: ენციკლოპედია, უცხოსიტყვათა განმარტებითი ლექსიკონი; (ინტერნეტი)ვიკიპედია, google.com და youtube.com საძიებო გვერდები. სახელმაძღვანელო: მსოფლიო კულტურა–საპილოტე მასალა მოსწავლეთათვის.

9.პროექის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):


თემის ირგვლივ შეკითხვების ჩამოყალიბება.

თემაზე იმუშავებს 4 მოსწავლე და მოხდება ლიდერის არჩევა(გათვლის პრინციპით).

პროექტის გეგმის შემუშავება ჯგუფში.

ჯგუფში მოვალეობების გადანაწილება: ლიდერს დაევალება პროექტის კოორდინაცია(საორგანიზაციო საკითხები–პროქტის დროში გაწერა, დავალებების სწორად გადანაწილება და დავალების შინაარსის განსაზღვრა, მის ჯგუფში მყოფი წევრების მოძიებული მასალების თემასთან შესაბამისობაში მოყვანა, მასალების ზეპირი პრეზენტაცია; დანარჩენ წევრებს გადაუნაწილდებათ ლიდერის მიერ დავალებული მასალების მოძიება(ფოტო, აუდიო,ვიდეო თუ ტექსტური მასალა) და მისი შესრულება PowerPoint-ში.

აქტივობების განხორციელება:წინასწარგანსაზგვრულ ვადებში მოსწავლეებს გარკვეული პერიოდულობით მოაქვთ იმ ეტაპისთვის გამზადებული მასალები.

15 მარტს მოხდება შესრულებული სამუშაოს პრეზენტაცია.

პროექტის შემაჯამებელი შეფასებისას გათვალისწინებული იქნება თუ რამდენად შეესაბამება ჯგუფის მიერ წარდგენილი პროექტი(ტექსტური ნაწილის - ფოტო, ვიდეო/აუდიო მასალის თემასთან შესაბამისობა;რამდენად სრულფასოვნად იყო ძირითადი და მნიშვნელოვანი ელემენტები ჩამოყალიბებული და რამდენად სრულყოფილად მოახდინა ჯგუფის ლიდერმა მისი ზეპირი პრეზიენტაცია) მასწავლებლის მიერ შექმნილ შეფასების რუბრიკას.

10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:


კავშირი ისტორიასთან–ისტორიული წყაროები.


5.მსოფ.კულტ. XI.9.  მოსწავლე იკვლევს
კულტურათა ცვალებადობის
მაგალითებს და მსჯელობს იმაზე, რომ
მის დინამიკას  შიდა და გარე
ფაქტორების ერთობლიობა განაპირობებს.





11.პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):


ქეთევან სიხარულიძე

12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:

ketisixarulidze3@gmail.com

13.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:

ketisikharulidze.blogspot.com

wikipedia:გლობალიზაცია


გლობალიზაცია თანამედროვე ტერმინია და ასახავს ცვლილებებს საზოგადოებასა და მსოფლიო ეკონომიკაში, რომელიც გამოწვეულია საერთაშორისო ვაჭრობისა და კულტურული გაცვლის დრამატული ზრდით. ის ასევე ასახავს ვაჭრობისა და ინვესტიციების ზრდას ბარიერთა რღვევისა და ქვეყანათა ურთიერთდამოკიდებულიბის ზრდის შედეგად. სპეციფიურად, ეკონომიკურ კონტექსტში ის ხშირად იგულისხმება როგორც ვაჭრობის პირდაპირი შედეგი, განსაკუთრებით, სავაჭრო ლიბერალიზაციის ანუ„თავისუფალი ვაჭრობის“ შედეგი. 1910 და 1950 წლებს შორის პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა გარდატეხებმა დროებით მკვეთრად შეამცირა საერთაშორისო ვაჭრობის მნიშვნლობა და მოცულობა. მაგრამ დაწყებული პირველი მსოფლიო ომიდან, გაგრძელებული მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, როცა ბრეტონ ვუდსის ინსტიტუტიჩამოყალიბდა (საერთაშორისო სავალუტო ფონდი (სსფen:IMF) და GATT (en:GATT)), გლობალიზაციის კურსი პოლარულად შეიცვალა. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში, საერთაშორისო ეკონომიკური ინსტიტუტების ჩამოყალიბებისა და სარეაბილიტაციო პროგრამების განხორციელების ხანაში, საერთაშორისო ვაჭრობის გეოგრაფიული არეალი მნიშვნელოვნად გაფართოვდა. 70-იან წლებში ამგვარი ვაჭრობის ეფექტი უკვე საგრძნობი გახდა ისევე, როგორც სარგებლის მომტანი, ასევე დამთრგუნველი ეფექტებით.
მიუხედავად იმისა, რომ სამივე ასპექტი მჭიდროდაა ურთიერთდაკავშირებული, მნიშვნელოვანია გლობალიზაციის თითოეული ასპექტის — ეკონომიკურის, პოლიტიკურისა და კულტურულის — მნიშვნელობის განსაზღვრა. დამატებით მნიშვნელოვანი ასპექტია ასევე ტექნოლოგიური ცვლილებანი, განსაკუთრებით ტრანსპორტსა და კომუნიკაციებში, რაც, როგორც ამტკიცებენ, უშუალოდ მონაწილეობს გლობალური სოფლის შექმნაში

გლობალიზაცია?!